ბიზნესმენი “ევროპულ საქართველოს” გურჯაანის ორგანიზაციას ყოფილი წევრების დაშინებაში ადანაშაულებს
ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი, “ევროპულ საქართველოს” გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციას, ყოფილი წევრების დაშინებაში ადანაშაულებს.
შოშიაშვილის თქმით, “ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ლიდერები, ყოფილ წევრებს ემუქრებიან და პარტიაში დაბრუნების სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ, რითაც შოშიაშვილის თქმით, სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.
“კონკრეტული ადამიანები მოდიან და მეუბნებიან რომ ,”ევროპული საქართველოს” პარტიის დატოვების შემდეგ მათი მისამართით არის მუქარები. ასევე ორგანიზაციის ლიდერები მათ სთავაზობენ თანხას, დაბრუნდნენ პარტიაში და განაცხადონ, რომ პარტიიდან წასვლის მიზეზი სუს-ის მხრიდან მუქარა იყო. მე მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, ამ ფაქტით დაინტერესდნენ”, – განაცხადა ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს „ევროპული საქართველო“ 10-მდე წევრმა, მათ შორის კოორდინატორმა და აგიტატორებმა დატოვეს.