პრემიერი კახეთის რეგიონს ეწვევა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთის რეგიონს ეწვევა. მამუკა ბახტაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას დაესწრება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური თელავის რაგბის სტადიონს დაათვალიერებს და ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდება. ბახტაძე ასევე ეწვევა თელავის ტექნოლოგიურ პარკსაც. დღესვე დაგეგმილია თელავის მე-9 საჯარო სკოლის გახსნაც.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი