ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი სასამართლოში ჩივილს გეგმავს
„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი, რომელიც ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის გამო პროკურატურაში გუშინ გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ელმირა ბეციაშვილი გულნაზი ცანკაშვილის ბრალდებას უარყოფს აცხადებს, რომ მან ცილისწამებისთვის პასუხი უნდა აგოს.
“გამომძიებლებმა მკითხეს, ნამდვილად მივეცი თუ არა ცანკაშვილებს 40-40 ლარი, რომ მათ ხმა მიეცათ გრიგოლ ვაშაძისთვის. მე გამომძიებლებსაც ვუთხარი და ახლაც ვამბობ, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და ცილისწამება. ველოდები გამოძიების დასრულებას. შესაძლოა აქეთ მე ვუჩივლო გულნაზ ცაკაშვილს ცილისწამებისთვის”, – აცხადებს ელმირა ბეციაშვილი.
თელავის რაიონულ პროკურატურაში “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორის გამოკითხვა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი