ახალი ამბები

7 წლის დათა ყალაბეგაშვილი ჭადრაკის ფედერაციის თასის მფლობელი გახდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 7 წლის დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის თასის მფლობელი გახდა.

მან 7 თამაშიდან მაქსიმალური შედეგი აჩვენა, 7 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გია გიორგაძის თქმით, დათა ყალაბეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელსაც ჩინეთის დედაქალაქი პეკინი უმასპინძლებს.

ნატალია ცისკარაშვილი