ვაშაძე – არ გვჭირდება ფეოდალებად ქცეული მაჟორიტარები
,,გაერთიანებული ოპოზიციის’’ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, საქართველოს არ სჭირდება მაჟორიტარები, რომლებიც რეგიონებში ფეოდალებად არიან ქცეულები.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, აუცილებელია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ჩანაცვლება პროპორციული სისტემით.
,,ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დღევანდელ საარჩევნო სისტემაზე. თუ ამას არ გავაკეთებთ, ვერ ვიტყვით უარს ვერც ერთ პარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობაზე. ჩვენ არ გვჭირდება მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც რეგიონებში ფეოდალებად არიან ქცეული. გვჭირდება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა და ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილები’’,– განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.