ახმეტის მერიასთან ავარია მოხდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს “მერსედესისა” და “ტოიოტა ჰაილუქსის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის დროს არავინ არ დაშავებულა.
“დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ არ არის დაშავებული. პოლიციამ ერთ-ერთი ავტომობილის მძღილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და ის 250 ლარით დააჯარიმა”, – აცხადებენ შსს-ში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი