ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები და დათვი დააფიქსირეს

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგმა აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები და დათვი დააფიქსირა.

ვიდეო, რომელშიც ჯიხვები ერთმანეთს ერკინებიან, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ვიდეოში ჩაანს, რომ ჯიხვები ერთმანეთს ერკინებიან. ფოტომახემ ნაკრძალში დათვიც დააფიქსირა.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მიმდინარეობს. ფოტოხაფანგის დახმარებით შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი