კასრისწყლის სკოლისა და ბაღის დარბევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს



კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის კუთვნილი ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც “knews.ge-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულია 1979 წელს დაბადებული ჯ.გ.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯ.გ.-მ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის ინვენტარი დააზიანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *