არჩევნებიახალი ამბები

თელავში მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული აქცია დაიწყო

ამ წუთებში, თელავში მმართველი პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული აქცია დაიწყო.
აქციის ორგანიზატორების თქმით, შეხვედრების მიზანია უარი უთხრან ,,ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დაბრუნებას. აქცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი