სალომე ზურაბიშვილი კახეთში მოსახლეობას შეხვდება
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი კახეთში წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავს, – ამის შესახებ knews.ge-ს ინფორმაცია ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიაწოდა.
გელა სამხარაული ვერ აკონკრეტებს, როდის შეხვდება მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილი.
„სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად ჩამოვა კახეთში და შეხვდება მოსახლეობას. წინასწარ ვერ ვიტყვი, ზურაბიშვილი როდის გამართავს ამომრჩეველთან შეხვედრას. ეს პრეზიდენტობის კანდიდატის ცენტრალური შტაბის გადასაწყვეტია“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნების პირველ ტურში საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის საარჩევნო ოლქებში გაიმარჯვა, ხოლო თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში კი სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი