ვაშაძე – დასაქმების ზრდის მიზნით აუცილებელია რეგულაციების შემცირება
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლებელია მეწარმეებისათვის მეტი თავისუფალი სამოქმედო სივრცის მიცემის გარეშე, რაც თავის მხრივ, რეგულაციების მნიშვნელოვან და შეუქცევად შემცირებას გულისხმობს.
გიორგი ვაშაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს ბიზნესისა და ინვესტიციების დაცვაზე.
„ჩვენ გადავხედავთ და სადაც შესაძლებელია, გავაუქმებთ ყველა რეგულაციას, რომელსაც საქართველოს პირდაპირ არ ავალდებულებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება და/ან სხვა საერთაშორისო ვალდებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯების შემცირება. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულნი ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ უარს ვიტყვით ზედმეტ ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე. აუცილებლად უნდა დავიცვათ ბიზნესი და ინვესტიციები. ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ბიზნესი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. ბიზნესს განვითარებისათვის სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო უნდა შეექმნას. ამის საწინდარი კი საგადასახადო ადმინისტრირების განჭვრეტადობა, პროპორციულობა და მაქსიმალური გამარტივებაა“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
პრეზიდენტობის კანდიდატები ასევე საუბრობს გადასახადების შემცირებაზეც.
„გადასახადების შემცირებით მეტი ფული დარჩება კერძო სექტორს, რადგან ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი წინაპირობა კერძო სექტორის განვითარებაა. საგადასახადო ინიციატივების შედეგად, ასევე სხვადასხვა რეგულაციაზე უარის თქმით და ბიზნესისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ათეულ ათასობით ოჯახის კეთილდღეობას გააუმჯობესებს“, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი