ზურაბიშვილი – უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნი და სხვანაირად ვესაუბროთ ევროკავშირს
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ევროკავშირისკენ და ნატოსკენ შეუჩერებელი სვლის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი აზრით, რეგიონული განვითარების წინაპირობაა.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მისი, როგორც კანდიდატის უპირატესობაა, რომ შეუძლია ევროპელებსა და ამერიკელებს თანასწორად ესაუბროს.
,,ყველაზე ნამდვილი სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ არის ნაბიჯ-ნაბიჯ და შეუჩერებელი სვლა. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნი, სხვანაირად უნდა ვესაუბროთ ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში სტაბილურობა და მეტად დასაფასებელი ადგილი. ჩემი უპირატესობაა, რომ მე შემიძლია ევროპელებს და ამერიკელებს თანასწორად ვესაუბრო”,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნატალია ცისკარაშვილი