ზურაბიშვილი – თვითმმართველობის განვითარება ქვეყნის გაძლიერების საფუძველია
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი რეგიონების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, თვითმმართველობების დეცენტრალიზაცია და გაძლიერება მნიშვნელოვანია.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ქვეყნის გაძლიერების საფუძველია. აუცილებელია ახალი პოტენციალის დანახვა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერსპექტივის გაჩენა ადგილებზე. ვიქნები რეგიონების პრეზიდენტი, მათი წარმომადგენელი ხელისუფლებაში. პრეზიდენტი ვალდებულია თვითმმართველობების და მოსახლეობის ინტერესები გაიტანოს საზღვარგარეთ და ხელი შეუწყოს ახალი კავშირების დამყარებას’’,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.