ლაფანყურის მე-12 უბანზე საჩივარი დაიწერა
თელავის საარჩევნო ოლქში განთავსებულ ლაფანყურის მე-12 საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა.
როგორც Knews.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
გიორგი კალმახელიძის თქმით, თელავში განთავსებულ 54 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
,,სოფელ ლაფანყურში საარჩევნო უბანზე დაიწერა საჩივარი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ წილისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღო ,,ევროპული საქართველოს” მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა. თელავის ოლქში განთავსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე დარღვევებს ადგილი არ ჰქონია”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.
მისივე ინფორმაციით, თელავში 18 000-მდე მოქალაქემ უკვე დააფიქსირა საკითარი არჩევანი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 18%-ია.