გურჯააში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, გურჯაანის მე-2 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა.
,, გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაყავდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის” დამკვირვებელი, რომელმაც თანხა გადასცა მას. ეს პირი არ უარყოფს ფულის გადაცემის ფაქტს”, – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.
,,გავარკვევ, ამ ეტაპზე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია”, – აცხადებს ჩუთლაშვილი.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი