არჩევნებიახალი ამბები

სიღნაღის მე-4 და მე-13 უბნებზე ორი საჩივარი დაიწერა

სიღნაღის საარჩევნო ოლქში განთავსებულ მე-4 და მე-13 საარჩევნო უბნებზე ორი საჩივარი დაიწერა.

როგორც Knews.ge-ს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდმარემ, მანანა მჭედლიშვილმა განუცხადა, საჩივარები ძირითადადპროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა.
,,მე-13 საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. მიზეზი შემდეგი იყო: აღნიშნული საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღში, იმ ბაღის გამგემ გარეთ სამზრეულო ოთახში ყავა მოადუღა და შიგნით უბანზე შეჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის თავმჯდომარემ უთხრა მას, რომ არაუფლებამოსილი პირი იყო და უბანზე არ შეუშვა, ამ ქალმა როგორც კარი შეაღო და ფეხი შედგა ოთახში, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელმა მაშინვე საჩივარი დაწერა. რაც შეეხება მეორე საჩივარს, რომელიც მე-4 უბანზე ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაწერა. ის შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. აღნიშნული პირი ამტკიცებს, რომ საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება შეეზღუდა. აღნიშნული პირი ჩვენთან ოლქში იყო წარმომადგენელი ,,ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობიდან“, ეს ამ საარჩევნო უბნის კომისიამ იცოდა. ქალბატონი უბანზე შევიდა ბეიჯის გარეშე და დაჯდა. სანამ კომისიის წევრები გაარკვევდნენ რა ხდებოდა, უთხრეს, რომ მას უბანი დაეტოვებინა, რადგან არ ჰქონდა უბანზე ყოფნის უფლება. სწორედ ამ საკითხზე მან დაწერა საჩივარი და აკრედიტაცია გვიან წარმოადგინა’’,- განუცხადა knews.ge-ს მანანა მჭედლიშვილმა.
მისი ინფორმაციით, სიღნაღის ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმითვე, 26-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველმა საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა სცადა.
,,26-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი მივიდა და არ აღმოჩნდა სიაში, მან ხმა ვერ მისცა. ამ საკითხზე ჩვენ დაგვირეკეს და შევამოწმეთ ამომრჩეველთა სიაში და აღმოჩნდა, რომ მას სხვა უბანზე უნდა მიეცა ხმა. მან ეს არ დაიჯერა და ყვირილი დაიწყო და შექმნა აჟიოტაჟი. საჭირო გახდა, რომ აღნიშნულ უბანზე გამოეძახათ შესაბამისი სამსახური და ის უბნის პერიმეტრიდან გაიყვანეს’’,- აღნიშნა მანანა მჭედლიშვილმა.