თელავში სამოქალაქო აქტივისტმა საარჩევნო ბიულეტენში ცხვარი შემოხაზა
თელავში სამოქალაქო აქტივისტმა, არჩილ მჭედლიშვილმა, პროტესტის ნიშნად, საპრედენტო კანდიდატად ცხვარი შემოხაზა.
მჭედლიშვილის განცხადებით, ბიულეტენში ცხვრის შემოხაზვით გააპროტესტა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვეღარ აირჩევს.
,,ვიყავი არჩევნებზე და, რა თქმა უნდა, ჩავწერე და შემოვხაზე ცხვარი. მმართველ გუნდს, საპარლამენტო არჩევნების დროს არ ჰქონდა პროგრამაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების საკითხი.
როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა, ასე რადიკალურად შეეცვალა მიდგომა, რეფერენდუმი არ ჩაუტარებია.გამოდის მოსახლეობისგან არ ჰქონდა მანდატი. გიორგი მარგველაშვილის პოზიციების გამო ადგე და არა თავად მარგველაშვილს, არამედ ინსტიტუტს დაარტყა და გამოიყენო პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, არ არის დემოკრატიის საუკეთესო გამოვლინება. მე ვარ და ჩემი ნაბადიო. “კანდიდატი ცხვარი” პირველ რიგში არის სამოქალაქო პროტესტის ფორმა. ასე გავაპროტესტე ეს არჩევნები,” – განუცხადა knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.
ავტოირ: ნატალია ცისკარაშვილი