ყარაჯალას #38 უბანზე საჩივარი დაიწერა
თელავის საარჩევნო ოლქში, სოფელ ყარაჯალას 38-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა.
უბანზე მყოფმა ,,ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებმა საჩივარი დაწერეს. “ნაციონალური მოძრაობიდან” თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, გიორგი შანყულაშვილის თქმით, მოქალაქეს საარჩევნო უბანზე სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა ჰქონდა.
,,უბანზე მივიდა ამომრჩეველი, რომელსაც სხვისი პირადობა ჰქონდა, რეგისტრატორმა მას ხელი მოაწერინა. დამკვირვებლებმა იყოჩაღეს და მათი აქტიურობით აღნიშნული პირი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს, თორემ ხმას მიაცემინებდნენ სხვისი პირადობით. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და არის არჩევნების გაყალბების მცდელობა”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი შანყულაშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური