არჩევნებიახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა თელავში ამომრჩეველს შეხვდება

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი თელავში ამომრჩეველს შეხვდება.

კახა კუკავას შეხვედრა 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის “თელავი ჩემი ქალაქია” ორგანიზებით ჩატარდება.
კუკავა ამომრჩეველს საკუთარ პროგრამას გააცნობს და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.