42 წლის კობა კახოიძის დასახმარებლად თელავში საქველმოქმედო რბოლა გაიმართება
42 წლის კობა კახოიძის დასახმარებლად თელავში საქველმოქმედო ღონისძიება ,,ვირბინოთ კობასთვის” გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კობა უკვე 2 წელზე მეტია, რაც საწოლს არის მიჯაჭული, მას კი მკურნალობა სჭირდება, რომლისთვისაც 12 000 ლარია საჭირო.
მათი თქმით, საქველმოქმედო რბოლაში რეგისტრაციისა და მონაწილეობის ღირებულება 20 ლარია.
,,როდესაც კობა 39 წლის იყო, მას ინსულტმა ცხოვრების უფლება შეუზღუდა. ბევრი წვალებისა და ბრძოლის შემდეგ დღეს უკეთ არის, მაგრამ აუცილებელია მისი რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციოდ კი 12000 ლარია საჭირო. მის დასახმარებლად ჯანდაცის სამინისტრომ და თელავის მუნიცპიალიტეტმა 7 000 ლარი გამოყო. საჭიროა დამატებით 5 000 ლარის შეგროვება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. კობას ოჯახს არც სახლი აქვს საკუთარი და არც ქონება. 20 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ვიკრიბებით 9 აპრილის მემორიალთან. გავერთიანდეთ კობას გადასარჩენად. ბანკის ანგარიშის ნომერია GE58VT1000003219974506”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ავტორი: მაკა ხაზიური