დედოფლისწყაროელმა ლაშა ბექაურმა ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
დედოფლისწყაროელი ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ოთხო ორთაბრძოლა გამართა.ბექაურმა პირველ შეხვედრაში კანადელი ბენჟამინ კენდრიკს სძლია. სპორტსმენმა მეორე ორთაბრძოლაში ლატვიელ ემილ გერკენსი დაამარცხა. მეოთხედფინალურ ეტაპზე ძიუდოისტმა იაპონელ კოსუკე მაშიამთან გაიმარჯვა. ლაშა ბექაური ნახევარფინალში სერბ დარკო ბრასნიოვიჩს დაუპირისპირდა, რომელიც იპონით დაამარცხა. ბრძოლა 1 წუთისა და 18 წამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინალში კი ის შეხვდა კიდევ ერთ იაპონელს, სანშირო მურაოს, რომელსაც იპონით, 37 წამში მოუგო. ბექაურმა ოქროს მედალი გასულ წელს, ჩილეს ქალაქ სანტიაგოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოიპოვა. მან ფინალურ შეხვედრაში კვლავ იაპონელ სპორტსმენს, დაიკი ნაკაჰაშის იპონით სძლია.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი