საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.
ცესკომ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 – საინიციატივო ჯგუფის მიერ.
,,კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შემოსულა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი”,- განუცხადეს knews.ge-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი