სოფელ პატარძეულში თანამედროვე ქართველ მწერალთა შეხვედრა გაიმართება
18 ოქტომბერს, 14-00 საათზე, საგარეჯის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება.
ღონისძიება გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმშია დაგეგმილი.
პროექტი „ცოცხალი წიგნები“, რომელიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის განხორციელებით, რეგიონის მოსახლეობას საშუალება ეძლევა, თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. პროექტის იდეის ავტორები ამბობენ, რომ რეგიონებში მკითხველებთან შეხვედრის გზით არღვევენ თბილისში მოქცეულ კულტურულ ჩაკეტილ წრეს.
ავტორი: ნათია დათუკიშვილი