ახალი ამბები

სოციალური კამპანია “თანასწორობა გვჭირდება” კახეთიდან დაიწყო

სოციალური კამპანია ,,თანასწორობა გვჭირდება“ კახეთის რეგიონიდან დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევებსა და არსებული ვითარების შეცვლის გზების შესახებ.
გაეროს განვვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერის, მაკა მეშველიანის თქმით, ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა ძალიან დაბალია და აღნიშნული კამპანია მდედრობითი სქესის წარმომადგენლების გაძლიერებას ემსახურება.
,,დავიწყეთ რეგიონული ტური ,,თანასწორობა გვჭირდება’’ კამპანიისა, რომელიც კოცენტრირებულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართ ცნობიერების ამაღლებაზე. საქართველოში ქალებს და კაცებს შორის სახელფასო ანაზღაურებას შორის სხვაობა არის 35%. ქალებს არ აქვთ თანაბარი წვდომა რესურსებზე, სწორედ ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ქალების ჩართულობა ეკონომიკურ ცხვრებაში ძალიან დაბალია. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ერთი მხრივ ცნოიერების ამაღლებას და მეორე მხრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილბრივი ხელისუფლების დონეზე დისკუსიის წარმართვას, რათა ერთად დავსახოთ პრობლემის გადაჭრის გზები,‘’-განუცხადა knews.ge-ს მაკა მეშველიანმა.
ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოში შვედეთის საელჩოს ორგანიზებით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, თელავის მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით.

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი