ახალი ამბები

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა

გურჯაანში, კურორტი „ახტალა“-ს ტერიტორიაზე „ღვინის ფესტივალი 2018“ გაიმართა.
ფესტივალზე ტრადიცულ კერძებთან ერთად, წარმოდგენილი იყო მევენახეების მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მხარის გუბერნატორმა, გურჯაანის მაჟორიტარმა  დეპუტატმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
,,ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა საბავშვო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება, ქართული ფილმის გმირების კოსტუმირებული პერფორმანსები,ილუზიონისტის შოუ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართა მხატვრების ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა. მეღვინეთა სივრცეში კი ღვინის დეგუსტაცია, თათარაობა და კახური ტკბილეულის დეგუსტაცია გაიმართა. შემოდგომის დღესასწაულზე მსახიობების მიერ წარმოდგენილი იყო მოდელირებული რთველი. ფესტივალი ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფის – 33ა გრანდიოზული კონცერტით დასრულდა’’,- განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.
„ღვინის ფესტივალი 2018“ ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მისი გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“.

ავტორები: მაკა ხაზიური ვასილ ბაბუაშვილი