სიღნაღში 6 საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული ზ. შ., ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
როგორც knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს აიყვანეს, როდესაც იგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ქურდავდა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
“ზ.შ.-მ, ასევე, აღიარა მიმდინარე წელს მის მიერ სიღნაღის რაიონში ჩადენილი 5 საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტები.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნაქურდალი ნივთების ნაწილი, მათ შორის 2 სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო”, – განაცხადეს შსს-ში.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რომელუც ქურდობასა და ქურდობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი