ახალი ამბები

ლაგოდეხელ ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

სამი არასრულწლოვანი, რომელთა 25 წლის დედას ერაყში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, დღეს საქართველოში ჩამოიყვანეს.
ბავშვებს, რომლებიც ამ დრომდე ერაყის ციხეში იზრდებოდნენ, აღსაზრდელად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დედის მშობლებთან გადაიყვანენ.
ბავშვებს აეროპორტში სამინისტროს წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დახვდნენ.
ბავშვების დედას სამუდამო პატიმრობა იმის გამო აქვს მისჯილი, რომ მისი ქმარი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა.

ავტორი:ნათია დათუკიშვილი