ახალი ამბები

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები თელავში აქციას გამართავენ

პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეს თელავში საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც Knews.ge-ს პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, აქცია კახეთის გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობასთან 13:00 საათზეა დაგეგმილი.
გიორგი ბოტკოველის თქმით, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ავტორი: მაკა ხაზიური