თელავში ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დანგრევა დაიწყეს
თელავში ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ინფორმაციით, თელავის სავიზიტო ბარათად ქცეულ ნაგებობას არ ააფეთქებენ და მას ხელით დაანგრევენ. სპეციალისტების შეფსებით, 12 სართულიანი შენობა სეისმურად მდგრადი არ არის.
არსებული ინფორმაციით, უფუნქციოდ დარჩენილი ინტურისტის ადგილას 5-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება.
პროექტის მიხედვით, ახალ სასტუმროში 130-ნომერი განთავსდება, ამასთან, დაცული იქნება სასტუმროს შენობის ქვეშ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ვახვახიშვილების XVIII საუკუნის მარანი.
ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის 10-13 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი