ახალი ამბები

დღეს დავით ბაქრაძე თელავში შეხვედრებს გამართავს

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს თელავში შეხვედრებს გამართავს.

14 საათზე დავით ბაქრაძე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. 15 საათზე კი ბაქრაძე ამომრჩევლებთან შეხვედრას გეგმავს, სადაც საკუთარ საარჩევნო პროგრამას გააცნობს და სამომავლო გეგმებზე მიაწოდებს ინფორმაციას.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი