ზაზა გაბუნია – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან აღდგება
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან აღდგება.
ზაზა გაბუანის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს კომიტეტის სხდომაზე პროგრამის შინაარსობრივ მხარეზე იმსჯელებენ.
„ამ საკითხზე იმუშავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გააკეთა მისი ანალიზი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაიმართა კონსულტაციები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გადაწყვეტილება ამ პროგრამის აღდგენის თაობაზე. ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამით სასარგებლო შედეგები მოუტანონ დასახლებას, თემსა და სოფელს“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.