გურჯაანში ტექნოპარკი აშენდება
გურჯაანში, ძველი სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოპარკი აშენდება. პროექტი პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით განხორციელდება.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, პროექტი ახალგაზრდების განვითარებას შეუწყობს ხელს.
“პროექტი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტექნოპარკის აშენება ხელს შეუწყობს გურჯაანში ახალგაზრდების დაბრუნებას. მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი იდეების განხორციელებისთვის პროტოტიპები შექმნან და მიიღონ სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი განათლება. ტექნოპარკი ქალაქში, ძველი სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, ტექნოპარკის მშენებლობის დაწყების თარიღის შესახებ ინფორმაცია არჩევნების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი