პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა საგარეჯოს სოფელ კაკაბეთში მევენახეებს შეხვდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში იმყოფებოდა. კ
ახა კუკავამ მევენახეებს საკუთარი ხედვა გააცნო, რომელიც სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების სუბსიდირებას, პროდუქტზე ფასების რეგულირებას და გასაღების ბაზრების მოძიებას გულისხმობს.
,,სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამის გაუქმება ისედაც მძიმე სოციალურ გაჭირვებაში მყოფი გლეხის პრობლემების წინაშე მიტოვებას ნიშნავს. შედეგად თეთრი ყურძნის ფასი წელს 70 თეთრია, რაც ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია”,- განაცხადა კახა კუკავამ.
ავტორი: მაკა ხაზიური