სალომე ზურაბიშვილი კახეთის სამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კახეთში შეხვედრებს გამართავს. არსებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი საგარეჯოს, გურჯაანისა და ყვარელის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
„სალომე ზურაბიშვილს საგარეჯოში მოსახლეობასთან შეხვედრა 2 საათზე აქვს დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი გურჯაანში მოსახლეობას 4 საათზე შეხვდება, ხოლო 6 საათზე კი შეხვედრა ყვარელშია ჩანიშნული“, – განუცხადეს knews.ge-ს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურში.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი