სიღნაღში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება
ქალაქ სიღნაღში მრავალფუნქციური, სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა და მერის მოადგილემ, თეიმურაზ ბალარჯიშვილმა დაათვალიერეს.
როგორც knews.ge-ს გიორგი გოგილაშვილმა განუცხადა, კომპლექსი დახურულ საცურაო აუზს, სპორტულ მოედნებს, საკონფერენციო დარბაზს და სასტუმროს მოიცავს.
“ჩვენს ქალაქში მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება. რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქ სიღნაღს საერთაშორისო სტანდარტების მქონე პირველი სპორტული კომპლექსი ექნება”, – განაცხადა გიორგი გოგილაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი