თელავში ტიხრული მინანქრის გამოფენა გაიმართება
მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნოს კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენას “რთველი”. ღონისძიება “თელავის ღვინის მარანისა” და ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო “სხივის” ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება. ტიხრული მინანქრის გამოფენა 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი