ახალი ამბები

“თუშეთს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია”

თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, წელს თუშეთს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია. 
ლადო კახოიძის განცხადებით, ვიზიტორების რაოდენობამ შემოდგომის სეზონის დაწყების პარალელურად მოიმატა.
“შემოდგომა საკმაოდ თბილი გვაქვს, კარგი ამინდებია. წელს ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა სტუმრობს თუშეთს. ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ამერიკიდანაც მოდიან” – განაცხადა კახოიძემ.
მისივე თქმით, თუშეთში ტურისტული სეზონი, სავარაუდოდ, 20 ოქტომბრისთვის დასრულდება.

მოამზადა მაკა ხაზიურმა.