დედოფლისწყაროში ანსამბლი “შავნაბადა” კონცერტს გამართავს
21 სექტემბერს 18:00 საათზე დედოფლისწყაროს კულტურის სახლში აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის ანსამბლი ,,შავნაბადა” კონცერტს გამართავს.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აცხადებენ, რომ ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს როგორც ფილკლორულ სასიმღერო ნუმუშებს ასევე, საეკლესიო გალობასა და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას.
,,15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა”. სწორედ ამის ფარგლებში ექვსი თბილისური ანსამბლი „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს. ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია”,-განაცხადეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.
მოამზადა ნატალია ცისკარაშვილმა.