ახალი ამბები

თელავში ჰაკათონი იწყება

5 ოქტომბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, თელავში ჰაკათონს ,,hack_a_tour“ იწყებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჰაკათონი სამ დღეს გაგრძელდება და თელავის გარდა საქართველოს 9 ქალაქში ჩატარდება. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ჩართული იყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების პერსპექტივაში. სწორედ ამას უზრუნვეყოფს აღნიშნული ჰაკათონი, რომელიც საქართველოს ათ ქალაქში გაიმართება. საბოლოო ჯამში ჩვენ აღმოვაჩენთ საუკეთესო იდეის მქონე სტარტაპებსა და ინოვატორებს, რომლებიც იქნებიან მხარდაჭერილი, როგორც სახელმწიფოსგან, ისე წამყვანი ტურისტული კომპანიების მხრიდან“,- აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.
ჰაკათონში მონაწილეობისთვის, აუცილებელია, რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/PPakqWBFHxAjS4Sq1

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.