ყვარლის სოფელ ჩანტლისყურეში 25 წლის ქალს ეძებენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურეში 25 წლის ქალს ეძებენ.
ასიათა საიდოვა სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა.
ოჯახის წევრების ვერსიით, ის ოჯახიდან მეუღლესთან არსებული კონფლიქტის გამო გაიქცა. მათივე ინფორმაციით, წარსულში ამავე მიზეზით ქალმა თვითმკვლელობაც სცადა.
დაკარგულის სამძებრო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს, რომელშიც სამართალდამცავები უკვე ჩაერთნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საიდოვამ საქართველოს საზღვრი გადაკვეთა.
მოამზადა მაკა ხაზიურმა.