ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო სასჯელი მკაცრდება
ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო სასჯელი მკაცრდება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა.
ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი ძაღლები იპოვეს.
ამ ფაქტზე დაკავებულ 44 წლის ვალერი გელაშვილს, რომელმაც ნაკრძალის ტერიტორიაზე 2 ძაღლი ჩამოახრჩო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარებმა შეძლეს არაერთი ცხოველის გადარჩენა, თუმცა ზოგიერთი შემთხვევა სიკვდილით დასრულდა და ვერც დამნაშავის დასჯა მოხერხდა.
სწორედ ასეთი შემთხვევების გამო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში. დაგეგმილი ცვლილებებით სასჯელის სახეები იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე, ხოლო არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში პასუხს აგებს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენლი.
მოამზადა ნათია დათუკიშვილმა.