სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
სახლმუზეუმის აშენებამდე წმინდანის სახლის დანგრეული კედლების კონსერვაციის სამუშაოები განხორციელდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მუზეუმი თანამედრივე სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო სივრცითა და საკონფერენციო დარბაზითაა მოწყობილი. საექსპოზიციო დარბაზში მისულ დამთვალიერებელს კი საშუალება ექნება, გაეცნოს წმინდანის ცხოვრებას დაბადებიდან მოწამეობრივ აღსასრულამდე. მუზეუმის გახსნა სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.
მღვდელმსახური გრიგოლ ფერაძე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიის მიერ არის წმინდანად შერაცხილი, სოფელ ბაკურციხეში დაიბადა. ის პირველად წმინდანად პოლონეთის კათოლიკურმა ეკლესიამ შერაცხა. სამამულო ომის დროს გრიგოლ ფერაძემ ბევრი ებრაელი გადაარჩინა და ბოლოს, ერთ-ერთი ებრაელის ნაცვლად, ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირა.