ახმეტაში გველმა მამაკაცი დაკბინა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მამაკაცი გველმა დაკბინა. ,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 41 წლის შალვა გაწირიძემ სახლში დაბრუნებისას ქვეწარმავალს შემთხვევით ფეხი დაადგა. მას ნაკბენი ფეხის არეში აქვს.
დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ჩაუტარდა.
knews.ge -ს ინფორმაციით, პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მამაკაცი თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოამზადა ნატალია ცისკარაშვილმა.