ახალი ამბები

თელავის სოფელ რუისპირში ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. ერთმანეთს „ოპელის“, „ნივისა“ და ე.წ. „მინივენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი და ორი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

“აიპრესის” ფოტო

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.