სოფელ კაჭრეთში სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო.
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და ის 125 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
,,სკოლის მშენებლობა 2019 წლისთვის დასრულდება. მოსწავლეები კი სკოლის აშენებამდე სწავლას 17 სექტემბერს, სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ და მათ უფასო ტრანპორტი მოემსახურებათ. სკოლის მშენებლობაზე 2 მილიონ 300 000 ლარამდე დაიხარჯება”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგრომშენ სერვისი“ ახორციელებს.