ახალი ამბები

გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში 77 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ მუსალბიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები 29 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოები მიმდინარეობს, რომ გაუმჯობესდეს მოსახლეობისთვის სხვადასხვა სერვისების მიწოდება. შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება ჩამოვა ნულოვან სართულზე, ასევე მოეწყობა პანდუსი. პროექტის ფარგლებში სტანდარტულად გარემონტდება ნულოვნი სართული, მეორე და მესამე სართულის დერეფანში დაიგება ლამინატი“, –განაცხადა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.