ვიდეორეპორტაჟი

მოზვერ შოუ – მეხუთე გადაცემა

საკვების მწარმოებელი კომპანია „აგროქიზი” და მედია ორგანიზაცია ,,კახეთის ხმა”, ერთობლივი იდეის ფარგლებში, რეალითი შოუს “The Mozver Show” მეხუთე გადაცემას გთავაზობთ.

გადაცემა ეთმობა ფერმერთა მომსახურების ცენტრის ,,აგროქიზიყი“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის“ ერთობლივ პროექტს. საკრედიტო ხაზი დაინტერესებულ ფერმერებს ცხოველთა საკვების შესაძენად საშუალებას აძლევს, ისარგებლოს განავდებით.

,,აგროქიზიყის“ წარმომადგენლის, გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, ფერმერებისთვის ახალი სერვისით სარგებლობა საკმაოდ მოსახერხებელია. გარდა იმისა, რომ ფერმერებმა საკმაოდ მარტივი პროცედურა უნდა გაიარონ კრედიტის მისაღებად, თანხის დაფარვა მთაზე მორგებული გრაფიკის შემუშავებით არის შესაძლებელი. 

რეალითი შოუს მეექვსე გადაცემა კი დაეთმობა მოზვერების წონის მომატების დადგენას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს შევადაროთ პირუტყვის ტრადიციული და კომბინირებული კვების შედეგები.

 

გადაცემაზე მუშაობდნენ: 

იდეის ავტორი: ბექა გონაშვილი
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)