თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს “ბეემვე”-სა და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის1–ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.