“ლეიბორისტულმა პარტიამ” თელავში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
პარტიის მხარდამჭერები თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად საჭირო პროცედურებზე მხარდამჭერებს ინფორმაცია მიაწოდეს.
პარტიის წევრების თქმით, ხელმოწერების შეგროვება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.
საპრეზიდენტო კანდიდატად ცესკო-ში დარეგისტრირებისთვის შალვა ნათელაშვილმა 26 ათასი ხმა უნდა შეაგროვოს.