თელავში 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე მოხდა.
,,პირველი არხის” ინფორმაციით, მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.